Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას, The Guardian კვლევითი ორგანიზაცია, Informa Connect Academy-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მასკის წმინდა ქონება ახლა 251 მილიარდ დოლარს შეადგენს და ყოველწლიურად დაახლოებით 110%-ით იზრდება. ამრიგად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ 2027 წლისთვის ტრილიონს მიაღწევს.
ტრილიონერობის მეორე კანდიდატი მასკის შემდეგ არის ინდოელი ბიზნესმენი გაუტამ ადანია - Adan Group-ის თანათავმჯდომარე, რომელიც მართავს პორტებსა და აეროპორტებს, ენერგეტიკულ და სამთო საწარმოებს. თუ მისი კომპანიები გაიზრდება იმავე ტემპით, როგორც ახლა - 123%-ით წელიწადში - მისი ქონება 2028 წელს ტრილიონს მიაღწევს.
Informa Connect Academy-ის პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის ასევე შეიძლება გახდნენ ტრილიონერები Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, ინდონეზიელი ენერგეტიკული მაგნატი პრაჯოგო პანგესტუ, LVMH ჰოლდინგის ხელმძღვანელი ბერნარ არნო და Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი.