მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანებაზე მოსალაპარაკებლად ხუთი დირექტორი დანიშნეს

spacex tesla

Financial Times-ის ცნობით, ილონ მასკის კომპანიებმა, SpaceX-მა და Tesla-მ, გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების წარსამართად შექმნილი სპეციალური კომიტეტებისთვის ხუთი დირექტორი დანიშნეს.

კერძოდ, პროცესში SpaceX-ის მხრიდან რულოფ ბოთა და რენდი გლეინი ჩაერთნენ, Tesla-ს მხრიდან კი - რობინ დენჰოლმი, კეტლინ უილსონ-ტომპსონი და ჯეკ ჰარტუნგი.

ამასთან, სპეციალურმა კომიტეტებმა დაიქირავეს ფინანსური მრჩევლები, რომლებიც აქციების გაცვლის გზით დაგეგმილი გარიგებისთვის ფინანსურ მოდელებს დააზუსტებენ. გამოცემის ინფორმაციით, SpaceX-ს კონსულტაციას Morgan Stanley და Goldman Sachs-ი გაუწევენ, Tesla-ს კი - Evercore-ი. ბანკირები უკვე სწავლობენ პოტენციური კონგლომერატის იმ მიმართულებებს, რომლებიც ერთმანეთთან უკვე პირდაპირ არიან დაკავშირებულები.

საყურადღებოა, რომ SpaceX-ის ამერიკული თავდაცვითი კონტრაქტებისა და ჩინეთის ბაზარზე Tesla-ს დამოკიდებულების გამო, გაერთიანებას მარეგულირებლის სერიოზული დაბრკოლებები ემუქრება. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მასკის გუნდს ფრთხილი მიდგომების არჩევა მოუწევს, რათა კომპანიების გაერთიანებით ცალკეული მიმართულებები არ დაზიანდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები