მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი და მისი 4 შვილის დედა, Neuralink-ის ხელმძღვანელი შივონ ზილისი ერთმანეთს დაშორდნენ

შივონ ზილისი და ილონ მასკი

Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი, ილონ მასკი პარტნიორსა და მისი ოთხი შვილის დედას, შივონ ზილისს მოულოდნელად დაშორდა.

ტექნოლოგიურ ინდუსტრიის ლიდერმა ურთიერთობის დასრულების შესახებ პლატფორმა X-ზე ვრცელი განცხადება თავად გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა "ახალი დღე, ახალი ცხოვრება".

საყურადღებოა, რომ ზილისისთვის ეს ამბავი მოულოდნელი იყო. მისი თქმით, მილიარდერმა გადაწყვეტილება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიიღო და ეს მისთვის რთული აღმოჩნდა. ზილისმა პირადი მიმოწერის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. გასაჯაროებული მასალა 24 სექტემბრით თარიღდება და ასახავს დიალოგს, სადაც წყვილი საუზმის შემდეგ ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდა.

არსებული ინფორმაციით, მასკმა პარტნიორს ისიც მისწერა, რომ თეთრ სახლში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის პატივსაცემად გამართულ სახელმწიფო ვახშამზე მისი მიწვევის შესაძლებლობის შესახებ არ იცოდა.

"გული მტკივა, თუმცა ილონზე ძალიან ვზრუნავ და მის ბედნიერებას ყოველთვის ვუგულშემატკივრებ", - დაწერა შივონ ზილისმა პლატფორმა X-ზე. მისივე შეფასებით, ოჯახი ბიზნესმენისთვის "უსაფრთხო სივრცე" და სიმშვიდის კერა იყო.

ცნობისთვის, წყვილის რომანტიკული ურთიერთობა მას შემდეგ განვითარდა, რაც მასკი ზილისის სპერმის დონორი გახდა. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ. მათ შორის, 2021 წელს დაბადებული ტყუპები, 2024 წელს შეძენილი ქალიშვილი და 2025 წლის დასაწყისში დაბადებული ვაჟი არიან.

ინფორმაციისთვის, შივონ ზილისი ილონ მასკის ერთ-ერთი კომპანიის, Neuralink-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები