მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი Starship-ის განახლებულ ვერსიას აანონსებს. რას უნდა ველოდოთ მომავალი წლიდან?

SpaceX

SpaceX-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან კომპანიის უმძლავრესი ხომალდის, Starship-ის შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზრდება.

რაკეტის მე-3 ვერსიას ყოველ აფრენაზე ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის ატანა შეეძლება. ამასთან, ხომალდის ორივე ნაწილი ხელახლა გამოყენებადი გახდება.

მასკის თქმით, გაუმჯობესდება ძრავების ეფექტურობა და გაფართოვდება საწვავის ავზი, რაც შორეული მოგზაურობებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ცნობისთვის, SpaceX-მა Starship-ის მეორე ვერსიის მე-10 ფრენა რამდენიმე კვირის წინ განახორციელა.

წინა წარუმატებელი მცდელობებისგან განსხვავებით, ამჯერად ხომალდმა თითქმის ყველა დასახულ მიზანს მიაღწია. გამშვები და მთავარი რაკეტების განცალკევების პროცესმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. ამასთან პირველად მოხერხდა ხომალდიდან ორბიტაზე Starlink-ის სატელიტების გაშვება. საბოლოოდ კი მთავარი რაკეტა ინდოეთის ოკეანეში გამართულად დაეშვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები