უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი საჯაროდ უარყოფს მედიაში გავრცელებულ ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის დონალდ ტრამპის მრჩევლად დაინიშნება.
„პოტენციურად ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ არანაირი განხილვა არ ყოფილა“, - წერს მასკი X-ზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში.
პრეზიდენტის მრჩევლად ილონ მასკის დანიშვნასთან დაკავშირებით პირველი ცნობა The Wall Street Journal-მა გაავრცელა, რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობოდა და ამტკიცებდა, რომ ტრამპის და მასკი ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ.