მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი ყველაზე გადაფასებული დირექტორია მსოფლიოში - Fortune-ის გამოკითხვა

ილონ მასკი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, რომელიც ერთბაშად რამდენიმე კომპანიას ხელმძღვანელობს, როგორც ჩანს, დიდი კომპანიების დირექტორთა წრეებში არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს - აი, სწორედ ამაზე მიუთითებს ამერიკული Fortune-ის უახლესი კვლევა, რომელშიც 399-მა დირექტორმა, ანალიტიკოსმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. მათი შეფასებით, ილონ მასკი ბევრ არარეალისტურ დაპირებას გასცემს, რომელთა შესრულებასაც ვერ ახერხებს.

ყველაზე გადაფასებული დირექტორების ჩამონათვალში ასევე ვხედავთ Disney-ის ბობ აიგერს, Meta-ს მარკ ზაკერბერგს, JPMorgan Chase-ის ჯეიმი დაიმონსა და Salesforce-ის მარკ ბენიოფს. საპირწონედ ამისა, Fortune-მა ყველაზე არასათანადოდ შეფასებული დირექტორების ჩამონათვალიც შეადგინა, რომლის სათავეში Microsoft-ის სატია ნადელას ვხედავთ. წამყან ხუთეულში ასევე მოხვდნენ Nvidia-ს იენსენ ჰუანგი, Apple-ის ტიმ კუკი, General Motors-ის მერი ბარა და Delta Air Lines-ის ედ ბასტიენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები