მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკის AI-კომპანია Dell-ისგან $5 მილიარდის სერვერებს შეიძენს

xAI

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI მძლავრი სერვერების შესყიდვას აგრძელებს. ამჯერად, AI-ის დასწავლისთვის საჭირო სერვერებს კომპანია ამერიკული Dell-ისგან შეიძენს, რაც სავარაუდოდ $5 მილიარდი დაუჯდება.

აღნიშნული სერვერები NVIDIA-ს წარმოების პროცესორებით იქნება აღჭურვილი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რომელსაც ამ სექტორში ვხვდებით, ხოლო თავად NVIDIA ილონ მასკის სხვა კომპანიებთანაც თანამშრომლობს. მას შემდეგ, რაც ეს სიახლე მედიაში გავრცელდა, Dell-ის აქციები 4%-ით გაძვირდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ილონ მასკის xAI ამჟამად საინვესტიციო რაუნდს მართავს. ხელოვნური ინტელექტის კომპანია $6 მილიარდის ინვესტიციას მოიზიდავს, რა დროსაც მისი შეფასება $50 მილიარდი იქნება. ამ თანხის უდიდესი ნაწილს არაბი ინვესტორები მოაბილიზებენ, ხოლო დანარჩენზე xAI-ის უკვე არსებული ინვესტორები აგებენ პასუხს.

ამ თანხას ილონ მასკის კომპანია სწორედ დატაცენტრისთვის გამოიყენებს, რომელსაც xAI მემფისში აშენებს. ილონ მასკი დატაცენტრისთვის 100,000 ერთეული AI-პროცესორის ყიდვას გეგმავს, რომელთაც xAI-ის ხელოვნური ინტელექტი, Grok-ი და Tesla-ს თვითმართვადი ტექნოლოგია უნდა გამოკვებონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები