მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკის კომპანიებს მონაცემთა ცენტრის ხმაურის გამო უჩივლეს

ილონ მასკი

მისისიპის შტატის მცხოვრებლებმა ილონ მასკის კომპანიების, xAI-სა და SpaceX-ის წინააღმდეგ ოქსფორდის ფედერალურ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. არსებული ინფორმაციით, მოსარჩელეები მონაცემთა ცენტრების ელექტროსადგურის მიერ გამოწვეულ „ყოველისმომცველ და გაუსაძლის“ ხმაურს უჩივიან. მოსახლეობის განცხადებით, ამ გარემოებამ მათი ჯანმრთელობის გაუარესება და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შემცირება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ოქსფორდის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი ოფიციალურად სამმა ადგილობრივმა მცხოვრებმა შეიტანა, თუმცა ისინი პროცესზე 10 ათასზე მეტი დაზარალებული მოქალაქის ინტერესებს იცავენ. მოსარჩელე მხარე მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას და ბიზნესის მიერ მიღებული მოგების ჩამორთმევას ითხოვს.

საქმეში მოპასუხედ xAI-ის შვილობილი ფირმა MZX Tech-ი იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს მილიარდერი. კომპანიებს xAI-სა და SpaceX-ს აღნიშნულ დავაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

ცნობისთვის, xAI-მ მისისიპის შტატში მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად $20 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და ობიექტიც აამოქმედა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები