ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის, ილონს მასკის ქონების შეფასება ერთ დღეში 26 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, მასკის ქონების შეფასება 290 მილიარდ დოლარს აღწევს და ის თითქმის $62 მილიარდით ასწრებს მეორე ადგილზე მყოფ ჯეფ ბეზოსს.
მასკის ქონების ზრდა საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების გაძვირებითაა განპირობებული, რომელსაც ერთ დღეში 15%-იანი ზრდა ჰქონდა. ყოველივე ეს, თავისი არსით, დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მასკი აქტიურად იყო ჩართული ტრამპის საარჩევნო კამპანიაში და მისი სტრატეგიული პარტნიორის როლს ასრულებდა. ცხადია, ტრამპის გამარჯვება მასკის კომპანიის შეფასებაზე პოზიტიურად აისახა, რაც საკმაოდ მარტივად გასაგები მიზეზებითაა განპირობებული.