ილონ მასკის გლობალური თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემა Starlink ვენესუელას მოსახლეობას 3 თებერვლამდე უფასო ფართოზოლოვანი ინტერნეტით მომსახურებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ the economic times წერს.
Starlink-მა ვენესუელას შეზღუდული დროით უფასო ინტერნეტი მას შემდეგ შესთავაზა, რაც შეერთებულმა შტატებმა ნიკოლას მადურო თანამდებობიდან გადააყენა, დააკავა და ბრალი წარუდგინა. Starlink-ის გადაწყვეტილება უფასო ინტერნეტის მიწოდებაზე მიზნად ისახავს მოსახლეობის კომუნიკაციის მხარდაჭერას პერიოდში, როცა ქვეყანაში სავარაუდო ინფრასტრუქტურული და პოლიტიკური გამოწვევები დგება.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის ვენესუელაში "გარდამავალი პერიოდის" მხარდაჭერისთვის. კითხვაზე, ვინ შეიძლება ჩართულიყო ამ პროცესში, ტრამპმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კომუნიკაცია დაამყაროს ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან, რომელიც, მისი თქმით, თანამშრომლობისთვის მზად იყო.
ვენესუელამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თავდასხმის მცდელობა დაგმო, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო რჩება ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად.




























