მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის თქმით, ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ძალას სრულად ჩაანაცვლებს

AI

Tesla-ს, SpaceX-ისა და X-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მალე ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური კაპიტალის ჩანაცვლება ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლება. ამის შესახებ მასკმა დიდი გაერთიანებული სამეფოს სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ ხელოვნური ინტელექტის გლობალურ სამიტზე ისაუბრა.

“რთულია იმის თქმა, ეს მომენტი როდის დადგება, თუმცა აუცილებლად მოვა დრო, როცა სამუშაო ძალა აღარ იქნება საჭირო. შენ შეგიძლია, პროფესიული თვითკმაყოფილებისთვის სამსახური შეინარჩუნო, თუმცა ხელოვნურ ინტელექტს უკვე ყველაფრის გაკეთება შეეძლება”, - განუცხადა ბიზნესმენმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რაში სუნაკს.

შეხვედრაზე მასკმა ხელოვნური ინტელექტი “ისტორიის ყველაზე გამანადგურებელ ძალად” გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მოვა დრო, როცა ადამიანებს მაგიური ჯინის ნაცვლად, ჩვენი სურვილების ულიმიტო რაოდენობას რობოტები მოიყვანენ რეალობაში.

მასკს ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე აქამდეც არაერთხელ უსაუბრია და ახალი ტექნოლოგიის ატომურ იარაღთან შედარებასაც არ მორიდებია. ის ერთ-ერთი ტექ-ლიდერი იყო, რომელმაც ღია წერილით დეველოპერებს AI ტექნოლოგიის განვითარების დაპაუზებისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები