ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის, Baidu-ს გენერალური დირექტორი, რობინ ლი მიიჩნევს, რომ ადამიანებზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის შექმნას სულ მცირე ათი წელი დასჭირდება. ამ შემთხვევაში, რობინ ლი ხელოვნურ ზოგად ინტელექტს, იგივე AGI-ის გულისხმობს, რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ სიმძლავრეა. ამ ტექნოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებით მეტად ოპტიმისტური პროგნოზი აქვს SpaceX-ის მფლობელ ილონ მასკს, რომელიც AGI-ის შექმნას 2026 წლისთვის ვარაუდობს. OpenAI-ის დამფუძნებელი, სემ ოლტმენი კი ამბობს, რომ ამ ტიპის ტექნოლოგიის განვითარება ახლო მომავალში შეიძლება.
ჩინური Baidu, როგორც ცნობილია, ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელიც სხვა სერვისებთან ერთად ხელოვნურ ინტელექტსაც ავითარებს. გასულ წელს, მაგალითად, ჩინურმა კომპანიამ ChatGPT-ის მსგავსი ჩატბოტი გაუშვა, სახელწოდებით Ernie. თუმცა, როგორც Baidu-ს გენერალური დირექტორი, რობინ ლი ამბობს, ხელოვნური ინტელექტი არასაკმარისად სწრაფად ვითარდება, რის გამოც, კომპანია ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას ააანონსებს.