მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის xAI-ის შეფასება რეკორდულ $230 მილიარდს უახლოვდება

xAI

ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის, xAI-ის შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულს, 230 მილიარდ დოლარს უახლოვდება.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სტარტაპი ახალი საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება, რომლის შედეგად ინვესტორების მხრიდან $15 მილიარდის მოზიდვა არის დაგეგმილი.

xAI მასკის პორტფელში წარმოდგენილი ყველაზე სწრაფად მზარდი პროექტია, რომელიც ორ მიმართულებას – ხელოვნურ ინტელექტ Grok-ს და სოციალურ ქსელ X-ს (ყოფილი Twitter) აერთიანებს.

xAI-ის მიზანი სოციალური ხელოვნური ინტელექტის და AGI-ის შექმნაა, რომელიც ადამიანის კომპანიონის, მეგობრისა და თანამშრომლის როლს შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები