მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა $3.6 მილიარდის ღირებულების TESLA-ს აქციები გაყიდა

639ac7bf6c37b
გიორგი თოლორდავა
15.12.22 11:11
592
ილონ მასკმა 3.6 მილიარდი დოლარის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა. საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ბიზნესმენმა საკუთარი კომპანიის 22 მილიონი აქციის გასაყიდად გატანის გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას მიიღო.

ილონ მასკს და კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლობა არ განუმარტავთ, თუ რატომ მიიღო Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს Twitter-ის 100%-იანი წილის 44 მილიარდ დოლარად შეძენას უკავშირდებოდეს.

სავარაუდოა, რომ მასკმა Tesla-ს აქციები საკუთარი ქონების გასანაღდებლად გაყიდა, აღნიშნული $3.6 მილიარდი კი Twitter-ის ტრანზაქციის დასრულებას მოხმარდა.

საერთო ჯამში, წელს ილონ მასკმა საფონდო ბირჟაზე $40 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა, ამჟამად კი ის კომპანიის 14%-იანი წილის მფლობელია.

მართალია, Forbes-ის მიერ მასკის ქონება თითქმის 174 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მას არ ჰქონდა, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.

ცნობისთვის, გასულ კვირას Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა პირველი ადგილი დაკარგა და მას ბერნარ არნომ გადაუსწრო, ამჟამად მასკის ქონება $174 მილიარდამდეა შემცირებული.

რაც შეეხება კომპანია Tesla-ს, მისი აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ერთწლიან ჭრილში 60%-ითაა შემცირებული, საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 490 მილიარდ დოლარს შეადგენს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები