მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრა გამართა | TESLA-ს აქციები 6%-ით დაეცა

64006bfe38ca6
გიორგი თოლორდავა
02.03.23 13:29
1093
უმდიდრესმა ამერიკელმა მეწარმემ ინვესტორებთან შეხვედრა გამართა. Tesla-ს პრეზენტაციაზე ილონ მასკმა ახალი სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა, რომელიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

პრეზენტაციაზე მასკმა სატრანსპორტო რევოლუციის, ელექტრიფიკაციის, ავტომობილებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შექმნის პერსპექტივებზე ისაუბრა.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, Tesla-ს ხელმძღვანელებს კონკრეტული მიზნები არ განუსაზღვრავთ და არც ელექტრომობილების შესახებ გაუკეთებიათ განცხადებები. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისა და ინვესტორების შეფასებით, პრეზენტაცია ბუნდოვანი და არაფრისმომცემი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ილონ მასკი კონკრეტული რიცხვების დასახელებას ერიდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით გაძლიერებული კონკურენციითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ წინა სტრატეგიული დოკუმენტი Tesla-მ 2016 წელს გამოაქვეყნა, რომლიდანაც პუნქტების უმეტესობა დღემდე არ არის შესრულებული, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ უახლოეს ათწლეულში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია დასახული მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს, ფურცელზე დაწერილი მიზნები კი დაპირებებად დარჩება.

ინვესტორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით დაეცა, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ინვესტორების უკმაყოფილებას.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები