მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა ობამას გადაუსწრო და Twitter-ზე ყველაზე მეტი გამომწერი დააგროვა

642557b0efbb1
გიორგი არონია
30.03.23 13:53
529

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ პარამეტრით აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადაუსწრო, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი წერს. ილონ მასკის გამომწერების რიცხვის ზრდა, ცხადია, პირდაპირ უკავშირდება მილიარდერის მიერ სოციალური ქსელის $44 მილიარდ დოლარად შესყიდვა. გამომწერთა ასმილიონიან ნიშნულს მასკმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გადააბიჯა და მას შემდეგ, ამ რიცხვმა სწრაფი ზრდა განაგრძო.

ამასთან, განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რისთვის იყენებს ილონ მასკი Twitter-ის ანგარიშს. ამ მხრივ, მილიარდერი მეტად ორიგინალური და გამორჩეულია, რადგან Twitter-ზე ის აქვეყნებს, როგორც მიმებს, ასევე კომპანიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. გვახსოვს ისიც, რომ კომპანიის დირექტორობიდან გადადგომა-არგადადგომის ამბავი და პლატფორმაზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნების საკითხი ილონ მასკმა სწორედ Twitter-ის საშუალებით გაარკვია.

ილონ მასკისა და ბარაკ ობამას შემდეგ, Twitter-ზე ყველაზე მეტჯერ გამოწერილი ადამიანების სიაში ორ ამერიკელ მომღერალს, ჯასტინ ბიბერსა და კეტი პერის ვხვდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები