მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა Twitter-ის ლოგო კრიპტოვალუტა Dogecoin-ით შეცვალა

642bf9185d021
გიორგი თოლორდავა
04.04.23 14:30
1615
უმდიდრესმა ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა Twitter-ის ლოგოს დროებით შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ცისფერი ჩიტის ნაცვლად, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ცნობილი შიბა ინუ დახვდათ, რომელიც კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ლოგოა.

უკვე წლებია, რაც მასკის რჩეული კრიპტოპროექტი Dogecoin-ია, რომელიც ბიტკოინის გასაშარჟებლად, სარკასტული მიზნითაა შექმნილი.

2020 წელს მასკმა განაცხადა, რომ Dogecoin-ი გლობალური ვალუტა უნდა გამხდარიყო, რომლითაც სარგებლობას არა მარტო დედამიწის, არამედ მარსის მოქალაქეებიც შეძლებდნენ.

ცხადია, ზემოხსენებული ცვლილება სერიოზულად არ უნდა იქნეს მიღებული. მიუხედავად ამისა, ლოგოდ წარმოდგენიდან რამდენიმე წუთში კრიპტობირჟაზე Dogecoin-ის ღირებულება თითქმის 30%-ით გაიზარდა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები