მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკთან რომანის გამო, Google-ის დამფუძნებელი ცოლს შორდება - WSJ

62de51a4d067d
გიორგი თოლორდავა
25.07.22 12:35
4383
პლანეტის უმდიდრესი ადამიანი მორიგ სკანდალში გაეხვა - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ილონ მასკთან  რომანის გამო, კომპანია Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი ცოლს შორდება.

ბრინმა ნიკოლ შანაჰანთან განქორწინების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვარში მიიღო და განცხადებით შესაბამის უწყებებსაც მიმართა. WSJ-ის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მასკისა და შანაჰანის რომანტიკულ ურთიერთობასთან, რომლის შესახებ ინფორმაცია ბრინმა განქორწინების მოთხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო.

ზემოხსენებულ საკითხს ილონ მასკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ეს სრული სისულელეა. მე და სერგეი მეგობრები ვართ და გასულ საღამოს წვეულებაზე ერთადაც ვიყავით!

გასული სამი წლის განმავლობაში ნიკოლი სულ ორჯერ ვნახე და ორივე შემთხვევაში საჯარო სივრცეში, ხალხთან ერთად. არაფერი რომანტიკული“, - განაცხადა მასკმა.

გავლენიანი ამერიკული გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს მასკისა და ბრინის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა - მილიარდერმა მეწარმემ ილონ მასკის კომპანიებში განხორციელებული საინვესტიციო პოზიციების დახურვის და საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა კომპანია Google-ი 1998 წელს დააფუძნეს. Forbes-ის შეფასებით, ბრინის ქონება 90 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მეცხრე უმდიდრესი ადამიანია; $254-მილიარდიანი შეფასებით კი, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი პირველ ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები