მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმ სამი ადამიანის მჯეროდა, ვინც თავის დროზე ჩემ იმპიჩმენტს ხმა არ მისცა" - რატომ მიმართა პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნების საკითხზე საკონსტიტუციოს?

სალომე ზურაბიშვილი

"იმ სამი ადამიანის მჯეროდა, ვინც თავის დროზე ჩემ იმპიჩმენტს ხმა არ მისცა" , - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის სარჩელი, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა წარმოებაში არ მიიღო.

ზურაბიშვილის თქმით, მას სწამდა რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც იფიქრებდა რომ სარჩელის მიღებით ქვეყანა საკონსტიტუციო ფარგლებში დაბრუნდებოდა.

„ეს არის დემოკრატია. დემოკრატია ნიშნავს, რომ შენ მაინც უნდა მიმართო ყველა სამართლებრივ საშუალებას რაც ქვეყანაში არსებობს. მაგალითად სტრასბურგი იღებს სარჩელს თუ შენს ქვეყანაში ამოწურე ყველა სასამართლო დონე. არ მჯერა, მაგრამ მაინც უნდა მიმართო.

მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ჩემ იმპიჩმენტს თავის დროზე სამმა მოსამართლემ არ მისცა ხმა და მე მჯეროდა, ვიმედოვნებდი და მწამდა იმ სამი ადამიანის, რომელიც საჭირო იყო რომ ეს სარჩელი მიეღოთ. მწამდა იქნებოდა ადამიანი, რომელიც იფიქრებდა, რომ ამით შეიძლება ქვეყანა დავაბრუნოთ სწრაფად და მარტივად საკონსტიტუციო ფარგლებში და მშვიდობა დაუბრუნოთ“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები