"საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს - ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მათი შიდა კვლევების თანახმად, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა 15%-მდე ჩამოვიდა, სხვა პარტიებს კი 5%-იანი ბარიერის გადალახვის სირთულე აქვთ.
„ნაციონალური მოძრაობა 15%-მდე ჩამოვიდა. მანამდე 18% ჰქონდათ და ახლა 15%-ს ჩამოცსდა. სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს - ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება.