მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმდენად მაღალია რუსების შემოდინება, დიპლომატებისთვის ბინების მოძიება გვიჭირს” - RENTALS.GE

62ebcceca314f
ანუკა ჯოხაძე
05.08.22 10:10
1246
მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაიწყო და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება დაიწყო, მათი მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც უძრავი ქონების სააგენტოები ამბობენ, ეს ტენდენცია დღესაც შენარჩუნებულია.

რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებზე მაღალ მოთხოვნაზე საუბრობს rentals.ge-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავიც. მათი კომპანია ძირითადად პრემიუმ სეგმენტის საცხოვრებელ ბინებზე მუშაობს და კლიენტებს შორის არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

ერისთავის თქმით, დიპლომატებისგან შესაბამის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძირითადად ზაფხულშია, თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით წელს მათთვის შესაბამისი უძრავი ქონების მოძიება განსაკუთრებით გართულდა, რასაც უძრავი ქონების აგენტები რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მაღალი სეგმენტის ბინებზე არსებულ მოთხონას უკავშირებენ.

“რომ შეხედოთ ზოგადად ბაზარს, აშკარადაა რომ ის ბინები, რომელიც 300-400 დოლარად ქირავდებოდა, დღე მინიმუმ 2-ჯერ ძვირი მაინც ღირს. პრემიუმ კლასს თუ ავიღებთ, ბინებს, რომელიც 2500 დოლარი ღირდა მათი დაქირავება, ეს ბინები ბაზარზე აღარ არის წარმოდგენილი, იმდენად მაღალია რუსეთის მოქალაქეების შემოდინება.

rentals.ge ძირითადად დიპლომატებთან თანამშრომლობს, დღეს პრობლემები უკვე გვექმნება შესაბამისი უძრავი ქონების მოძიების თვალსაზრისით”,-აცხადებს RENTALS.GE-ის მმართველი პარტნიორი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები