მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედგაცრუებული ვართ პრემიერის მიერ ბიუჯეტის ინდექსის შედეგების არასწორად გამოყენებით - IBP

6412e8d130dc4
BM.GE
16.03.23 14:02
1831
საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა (IBP)- ორგანიზაცია, რომელიც ღია ბიუჯეტის ინდექსს აქვეყნებს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, რასაც ღია ბიუჯეტის ინდექსიც ადასტურებს, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რადგანაც ღია ბიუჯეტის ინდექსი საბიუჯეტო დოკუმენტების დროულ გამოქვეყნებას აძლევს დადებით შეფასებას, მაშინ როდესაც მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სხვა ასპექტები ინდექსით არ იზომება. ამასთან, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა აღნიშნავს, რომ სხვა შეფასებები აჩვენებენ, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია გაზრდილია, ხოლო გამოხატვის თავისუფლების დაცულობა შემცირებული.

ცნობისთვის, 2022 წელს გამოქვეყნებულ, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი მოიპოვა.

“ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამიზნულად შეცდომაში შემყვანად იყენებს ქვეყნის პოზიციას ღია ბიუჯეტის ინდექსში, იმისთვის, რათა გაამართლოს კანონი. ჩვენ გვსურს განვმარტოთ, თუ რას ზომავს ეს კვლევა და რას არა. ღია ბიუჯეტის კვლევა ზომავს გამჭვირვალობას და ზედამხედველობის დონეს, ასევე საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობის მაჩვენებელს. საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება დროულად აქვეყნებს მის ძირითად საბიუჯეტო დოკუმენტაციას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულიად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია, ასევე ინკლუზიურია საბიუჯეტო პროცესის მიღმა. მეტიც, დამოუკიდებელმა შემფასებლებმა მიაკვლიეს შემაშფოთებელ გარემოებებს, მაღალი დონის კორუფციის ზრდის შესახებ. სახელმწიფოს მიერ მიერ პროტესტანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მცირდება სივრცე შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისთვის,”- საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები