მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედგაცრუებას იწვევს პრემიერის განცხადება - კონგრესმენი ტერნერი

კონგრესმენი ტერნერი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კონგრესმენი მაიკ ტერნერი აცხადებს, რომ იმედგამაცრუებელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელსაც ამერიკა-საქართველოს ურთიერთიბების გაუარესების შესახებ პასუხისმგებლობა არ აუღია. ამასთან, კონგრესმენი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს არ გამოუხატავს რაიმე გეგმები იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება აღდგეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

“იმედგაცრუებას იწვევს პრემიერ-მინისტრის კომენტარი, მას პასუხისმგებლობა არ აუღია ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გაფუჭების შესახებ. არ გამოუხატავს რაიმე გეგმები გაუმჯობესების შესახებ საქართველოს და ამერიკას შორის. არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადებები ზუსტად ასახავს ამერიკის პოზიციას და ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს,”- განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ირაკლი კობახიძეს გუშინ შეხვდნენ. მთვრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად: “პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება,”- წერია პრესრელიზში, თუმცა თავად კონგრესმენის შეფასებით, ირაკლი კობახიძეს შეხევდრისას არ უსაუბრია რაიმე გეგმაზე, რომლითაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება უნდა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები