მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება - შარლ მიშელი

ორბანი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. როგორც შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სიცხადეს შეიტანს თავის განზრახვაში და შეასრულებს პირობებს, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

"პირადად მე, იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ, მქონდა საშუალება შემესრულებინა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორე, რამდენიმე თვის წინ, შემიძლია გითხრათ, რომ ევროპულ საბჭოში არ იყო 27 წევრი სახელმწიფოს უმრავლესობის მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, მაგრამ რამდენიმე ევროპელ ლიდერთან ერთად დავრწმუნდით, რომ ბევრი მიზეზის გამო სწორი არჩევანი იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო. გასული წლის ბოლოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი და რამდენიმე კვირაში ვხედავთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას გააკეთებს პრეზიდენტი, მას ვეტოს უფლება აქვს. ვაკვირდებით გარკვეულ რიტორიკას, რომელიც ვიტყოდი, რომ არ არის პოზიტიური. საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტზე ვართ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიტანს სიცხადეს თავის განზრახვებში, მაგრამ თუ მათ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიულ პრინციპებს. ამას გარკვევით ვამბობთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წარმატებას მივაღწევთ მათ დარწმუნებაში, რომ შეასრულონ პირობები, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად", - თქვა მიშელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები