მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს ჯერ არ გაგვიკეთებია" - სენატორი რიში "ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე

ჯეიმს რიში ჯიმ რიში

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებების ბოლოდროინდელი ქმედებები იგივეა, რასაც ავტოკრატიული რეჟიმები იყენებენ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. კონგრესში სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" აქციის მონაწილეებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენების საშუალება არ მისცა და ძალადობრივად შლიდა.

"ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს სანქციები დააწესოს პირებზე, რომლებიც დასანქცირებული უნდა იყვნენ, ეს საიდუმლო არ არის. ვიცით, ვინც არიან, თავადაც იციან, ვინ არიან, სახელმწიფო დეპარტამენტმა იცის, ვინ არიან, ბაიდენის ადმინისტრაციამ იცის, ვინ და ვინ არიან. ასე რომ, მოდი, დავიწყოთ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ჯერ არ გაგვიკეთებია ეს.. არ მესმის, ეს რატომ არ მოხდა", - ამბობს რიში და ამატებს, რომ ქართველ ხალხს უკან, საბჭოთა კავშირში ან რუსეთში დაბრუნება არ უნდა.

"მათ სურთ იყვნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრები. მოდით დავეხმაროთ ყველა შესაძლო გზით", - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები