"ქართველი ხალხის აქტის" თანაავტორი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის საბოლოო მიღებას X-ის საშუალებით ეხმიანება.
"იმედგაცრუებული ვარ, თუმცა არა გაკვირვებული, "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო.
ჩემი "ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფდა იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც საფრთხეში აყენებენ დემოკრატიას საქართველოში და აიგნორებენ ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს", - წერს სენატორი.
ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშიმ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს "ქართველი ხალხის აქტი" 23 მაისს წარუდგინეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე პასუხისმგებლები არიან.