მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმედი გვაქვს სამშენებლო სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება - რევაზ სოხაძე მსოფლიო ბანკის $372-მლნ-ის სესხზე

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშუალებას მოგვცემს, რომ უმოკლეს პერიოდში გავაგრძელოთ, უფრო სწორად, კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა. ეს არის ბაკურციხე-ჩალაუბანი და ჩალაუბანი-ბაკურციხის მიმართულება, ასევე ბაკურციხე-თელავის მიმართულება,"- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მსოფლიო ბანკთან დღეს ხელმოწერილ $372-მილიონიან საკრედიტო დაფინანსებაზე. აღნიშნული თანხიდან 190 მილიონი დოლარი საქართველოს რკინიგზისკენ მიიმართება, კახეთში მაგისტრალის მშენებლობაზე კი 182 მილიონი დოლარი.

ამასთან, გარდა მსოფლიო ბანკისა, მთავრობას აქვს მოლაპარაკება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციციო ბანკთან რათა გამოყოფილი იყოს საერთო ჯამში 336 მილიონი დოლარის დაფინანსება კახეთში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისთვის. ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, ეს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მთავრობის ამბიციური გეგმის ნაწილს წარმოადგენს.

"ეს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადის, რომ იწყება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი და უფრო მასშტაბიანი პროექტების განხორციელება, ერთ-ერთი ნაწილი არის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება უკვე,"- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

"ქვეკომპონენტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის – ბადიაური-ჩალაუბნის (ლოტი 4) და ჩალაუბანი-ბაკურციხის (ლოტი 5) – მშენებლობას, რომელთა სიგრძე შესაბამისად 21.7 კმ და 9.1 კმ იქნება (საერთო ჯამში 32 კმ). აღნიშნული მონაკვეთები განთავსდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე (კახეთის გზატკეცილი, S5 მარშრუტი).

პროექტი ასევე მოიცავს გურჯაანსა და თელავს შორის 36.6-კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობას, რომელიც კახეთის გზატკეცილს დაუკავშირდება.

სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე მისასვლელი გზების პროექტირება და მშენებლობა (საჭიროების შემთხვევაში), რათა ახალი ავტომაგისტრალის მონაკვეთები ინტეგრირდეს არსებულ საგზაო ქსელსა და ადგილობრივ დასახლებებთან,"- ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები