მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი მაქვს, ესტონეთში საქართველოს ელჩი ბერძენიშვილის მაგალითს მიყვება - მარკო მიჰკელსონი

მარკო მიჰკელსონი

იმედი მაქვს, რომ ესტონეთში საქართველოს ელჩი ბატონი ბერძენიშვილის მაგალითს მიყვება , - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"იმედი მაქვს, რომ ესტონეთში საქართველოს ელჩი ბატონი ბერძენიშვილის მაგალითს გაყვება," - წერს მიხელსონი.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი, პროტესტის ნიშნად დღეს გადადგა. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტ ხანს), აქტიურად ვთანამშრომლობდი კოლეგებთან, საქართველოს ევროატლანტიკური და EU-ში ინტეგრაციის პროცესების განვითარებისთვის, ვაშენებდი მყარ, საიმედო სტრატეგიულ ურთიერთობას ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან.

ჩვენი დაუღალავი ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრა და კომპრომისი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ, ჩემი სრული სოლიდარობა მათ", - დაწერა ოთარ ბერძენიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები