მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში - კობახიძე

ირაკლი კბახიძე

"როგორც კი აშშ-ის საელჩო ჩამოყალიბდება, თუ ვის ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას, თუ „დიფ სთეითს“, მაშინვე ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლება თუ არა ამერიკის ელჩი საქართველოში დაინტერესდეს კონკრეტული პირებისთვის აშშ-ის მხრიდან ვიზებზე უარის თქმის საკითხით, კობახიძე პასუხობს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი დანიშნული არ არის და გარკვეული კუთხით ბუნდოვანებაა საელჩოში.

„ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში საელჩო. დღეს, ელჩი დანიშნული არ არის, ამიტომ არის გარკვეული კუთხით ბუნდოვანება საელჩოში. იმედი მაქვს, როცა ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები