მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი მაქვს, ვნახავთ „ქართული ოცნების“ პასუხს, რომელსაც აშშ-სთან პარტნიორობა აინტერესებს - შაჰინი

მაიკ ტერნერი

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან მოისმენს პასუხს, რომელიც აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობების დამადასტურებელი იქნება.

სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ამერიკელ პოლიტიკოსებს ჰკითხეს - რამდენად გამოხატავს მმართველი ძალა ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის მზაობას, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ეს განცხადებები ხშირად კეთდება. კითხვას შაჰინმა ასე უპასუხა:

"საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვაკავშირებს. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველა მინიშნებაა, რომ ისინი ამ პარტნიორობას მხარს უჭერენ - ისინი მხარს უჭერენ ამერიკის ძალისხმევას და აფასებენ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში აიგო, უყურებენ დასავლეთ და მოლოდინი აქვთ, რომ ეს გაგრძელდეს და გაღრმავდეს - სწორედ ეს სურს ამერიკას. იმედი მაქვს, ვნახავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან პასუხს, რომელთაც იგივე აინტერესებთ - ამ ურთიერთობების გაგრძელება", - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

კონგრესმენი მაიკ ტერნერი კი აცხადებს, რომ პრემიერს არ გამოუხატავს და არ დაუსახელებია აშშ-სთან გადატვირთვისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯები, არადა აშშ-ს მხრიდან საქართველოში ორპარტიული ვიზიტი დიალოგის დაწყების კარგი ბიძგი უნდა ყოფილიყო.

"ჩვენი შეხვედრებისას არ იყო რაიმე მინიშნება ან მტკიცებულება ურთიერთობების გადატვირთვის ძალისხმევის შესახებ. პრემიერ-მინისტრის მხრიდან არ გამოხატულა რაიმე ნაბიჯები თუ როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი, არ გაჟღერებულა ასევე პოლიტიკაც, რომელიც გადატვირთვაზე მიუთითებდა. ჩვენ გვსურს ხაზი გავუსვათ - საქართველო-ამერიკას შორის მტკიცე ურთიერთობას, მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ. მივესალმებოდით ჩვენი ძალისხმევის დაფასებას, თუნდაც აქ ჩამოსვლას, რომ დიალოგი დაწყებულიყო", - განაცხადა მაიკ ტერნერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები