მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი ვიქონიოთ, რომ მოკლევადიანი იქნება" - ლარის გაუფასურების რისკები

ალეკო ძნელაძე

15 მაისს საქართველოს ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გაუფასურდა. ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 4.59 თეთრიანი ვარდნა განიცადა და კურსმა 2.7323 ლარი შეადგინა. თუმცა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გაუფასურება ვაჭრობის შემდგომ საათებშიც გაგრძელდა და ერთი დოლარის ღირებულებამ ამ სისტემაში 2.8048 ლარს მიაღწია.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალეკო ძნელაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, რომ გაუჭირდება თქმა, რამ გამოიწვია აღნიშნული გაუფასურება.

„რამდენად მოქმედებს უკანასკნელი პროცესები ლარის კურსთან მიმართებაში, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. შესაძლებელია ემოქმედა, შესაძლოა - არა“, - განაცხადა მან.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი მოკლევადიანი იქნება.

„ლარის კურსთან დაკავშირებით სებ-ს აქვს ბერკეტები, რომ თუ მოკლევადიანი ცვალებადობა იქნება დააბალანსოს და ამას სავარაუდოდ ვიხილავთ კიდევაც . გრძელვადიან პერიოდში კვლავინდებურად ვამბობ, რომ რამდენად მოქმედებს უკანასკნელი პროცესები ლარის კურსთან მიმართებაში ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. დღეს, მოლოდინების ცვლილებასთან დაკავშირებით გვაქვს უფრო მეტად ინტიუტიური შეგრძნება. შესაძლოა, სხვა ფაქტორმა კიდევ უფრო შეიძლება მეტი რეაქცია მოახდინა მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით. შესაძლებელია ემოქმედა, შესაძლოა - არა.

ეროვნულ ბანკს დღეს აქვს რეზერვების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლარის კურსთან დაკავშირებით იქნება თუ სხვა მიმართულებით, რომ გაუმკლავდეს მოკლევადიან რისკებს და რა დადგეს დღის წესრიგში ამის გრძელვადიან ეფექტში ასახვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოკლევადიანი იქნება, "- განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები