მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, ხელისუფლება მიხვდება, რა დევს სასწორზე. ასეთი ხარვეზიანი არჩევნები EU-ში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის - IRI-ს პრეზიდენტი

დენიელ ტვინინგი

IRI-ს პრეზიდენტი დენიელ ტვინინგი აცხადებს, რომ ასეთი ხარვეზიანი არჩევნები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის. ამ შეფასებით ის სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის, როჯერ უიკერის განცხადებას ეხმიანება.

„ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია, საქართველოს ხელისუფლება მიხვდება, რა დევს სასწორზე - რამდენადაც ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის“, - წერს IRI-ს პრეზიდენტი.

სენატორმა როჯერ უიკერმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებაში აღნიშნა, რომ ქართველმა ამომრჩევლებმა კანონიერი პროცესის ნაცვლად ფარსი მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები