მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, კონსენსუსი საქართველოს სასარგებლოდ მიიღწევა - ლიეტუვის ელჩი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე

 ანდრიუს კალინდრა

საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

იგი იმედოვნებს და სურვილი აქვს, რომ 15 დეკემბერს, როცა ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, კონსენსუსი საქართველოს საკეთილდღეოდ იქნება მიღწეული.

"ლიეტუვა ევროპელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობს კონსენსუსის მისაღწევად, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ბევრი სახელმწიფო სწორედ ერთსულოვნად იღებს.

ვისურვებდი და იმედი მაქვს, ეს კონსენსუსი საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღწეული და თხუთმეტ დეკემბერს ყველა საკითხზე იქნება თანხმობა.

ყველაფერი არის შესაძლებელი. ჩვენ არ გვაქვს დროის უქმად დახარჯვის ფუფუნება, ამიტომ ამ შესაძლებლობას პასუხისმგებლიანად უნდა მოვეკიდოთ და აქტიურად ვიმუშაოთ ყველა მხარესთან“, – აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები