საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე იმედოვნებს, რომ GREDA-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიღებაში ენერგეტიკის სექტორს ეკონომიკის ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მხარს დაუჭერს.
საქმე ის არის, რომ აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება. უკვე რამდენიმე წელია, GREDA ამ ინიციატივის მიღებას ლობირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული ნეგატიური განწყობების შემცირებას, მაგრამ - უშედეგოდ.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მაია მელიქიძე ამ თემას კიდევ ერთხელ შეეხო.
- GREDA-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, დღემდე არაა მიღებული....
- აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ქონების და მიწის გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემსა თუ სოფელში დარჩენას, სადაც გენერაციის ობიექტები ან/და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზები შენდება...
- ნამდვილად. თუნდაც ეგ არის თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი [რატომ არ იდება ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციები], რატომაც ხალხმა ვერ დაინახა, ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რა სარგებელს მიიღებენ ისინი...
- თქვენ მაინც თუ მიიღეთ დამაჯერებელი პასუხი მთავრობისგან, რატომაც GREDA-ს კანონპროექტი წლებია კანონად ვერ იქცა?! რატომ ვერ მოიძებნა გამოსავალი?
- დიდი იმედი მაქვს, ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი დაგვიდგება გვერდში ამ ნაწილში და შევძლებთ ამ კანონპროექტის მიღებას.