მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედის“ Facebook-გვერდზე საჯაროდ წვდომა შეზღუდულია - ტელეკომპანიის განცხადება

649c4c16b43f3
BM.GE
28.06.23 19:00
1392
ტელეკომპანია „იმედი“ Facebook-ის ოფიციალური გვერდზე საჯაროდ წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე საათია, რაც ტელეკომპანიის ოფიციალური სოციალური გვერდი აღარ იძებნება. „იმედში“ აცხადებენ, რომ მათ ოფიციალური წერილით „მეტას“ მიმართეს, თუმცა კითხვაზე კომპანიის მხრიდან კონკრეტული პასუხი აქამდე არ მიუღიათ.

„დღეს, 28 ივნისის საღამოს ხუთი საათიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ტელეკომპანია „იმედის“ გვერდზე საჯაროდ წვდომა შეზღუდულია. გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი „ადმინებისთვის”. საყურადღებოა, რომ არანაირი გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ გვერდს არ მიუღია.

„იმედმა“ ოფიციალური წერილით მიმართა ტექნოლოგიურ კომპანია „მეტას“, თუმცა კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი “იმედის” ოფიციალური გვერდი. ჩვენ განგვიმარტეს, რომ “ტელეიმედის” მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება.

ჩვენი “ფეისბუკგვერდის”აღდგენამდე ახალ ამბებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ “იმედის” ვებგვერდზე - „იმედი.ჯი”, „იმედიუნიუს.ჯი“ და „იმედის“ იუთუბ არხზე.
სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც “ფეისბუკზე” ბოლო საათების განმავლობაში “მაუწყებლობს” იმედის სახელით. არც ერთ მათგანს არანაირი შეხება “იმედთან” არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე. წ. “ფეიკგვერდი”, - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები