სალომე ზურაბიშვილი სათავეში უდგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას, - ამის შესახებ ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერი ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის ამ ბრძოლის გამო, იგი ამაყობს, რომ მას, რამდენიმე წლის წინ, სწორედ სალომე ზურაბიშვილმა გადასცა საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერებაში.
"ვამაყობ, რომ 2019 წელს ქალბატონმა პრეზიდენტმა პირადად გადმომცა საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერებაში. ვამაყობ, რადგანაც დღეს ის უდგას სათავეში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. იმედს ვიტოვებ, რომ მისი, ოპოზიციურ კოალიციის და ქართველი ხალხის კოორდინირებული მოქმედებით ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ ოჯახს", - წერს ზაალ კოკაია.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად ზაალ კოკაიას განიხილავდა.