საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა გაიზარდა. იანვარ-მარტში ადგილობრივი ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 555 ათასი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 377.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 336.0 ათასი ვიზიტი თვეში).
I კვარტალში ვიზიტების გეოგრაფიული განაწილება შემდეგია
პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 8.8%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 277 ათასით განისაზღვრა. რაც შეეხება მათ განაწილებას საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, 38.4% თბილისის მცხოვრებია, 14.6% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.7% - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.