მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმერული ღვინის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

626f95efba0a1
BM.GE
02.05.22 21:05
967
იმერული ღვინის კონკურსი დასრულდა. იგი თბილისში, ქართული ღვინის გილდიის ეგიდით, DMO იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებითა და გამომცემელი მედიაკომპანია N Line Media მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის მიზანი იმერული ღვინის პოპულარიზაცია და იმერული ვაზის ჯიშის ყურძნისგან წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოჩენა იყო.

კონკურსზე, რომელიც 100-ქულიანი სისტემით ჩატარდა, “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) – რეზოლუციის (RESOLUTION OIV/CONCOURS 332A/2009) სტანდარტების მიხედვით, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი დეგუსტატორების მიერ 49 მწარმოებლის 85 ღვინის ნიმუში შეფასდა. აქედან 80 და მეტი ქულა მიიღო - 37-მა ნიმუშმა. 90 ქულა და მეტი კი 10-მა ნიმუშმა. გაიცა 5 ბრინჯაო, 8 ვერცხლი, 19 ოქრო, 5 დიდი ოქრო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მეღვინეობები, რომლებსაც რამდენიმე ნიმუში და შესაბამისად რამდენიმე მაღალი ქულა აქვთ მიღებული. ესენია: ჭური ჩინებული, საზანოს ღვინის მარანი, მეღვინეობა ნიოსები, ვილა მოსავალი, უჩას ღვინო.

გრან-პრის მფლობელები გახდნენ მეღვინეობები „ზოდი“, “ჭური ჩინებული“, „ბაგრატის ღვინო“, „მარანი ნიოსები“, საზანოს ღვინის მარანი.

გამარჯვებულთა დაჯილდოება 30 აპრილს ქუთაისში, სასტუმრო King David-ში გაიმართა. გამარჯვებულებს ბროლის ჯილდოები და სერტიფიკატები გადაეცათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები