მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ბაზარი აღარ იქნება ისეთი, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო - „იაგოს ღვინო“ ბაზრის ტენდენციებზე

64c68d7de234c
ალა ისპირიანი
30.07.23 20:17
847
რამდენიმე წელიწადში ჩინეთის ბაზარი აღარ იქნება ისეთი როგორიც რამდენიმე წლის წინა იყო, რადგან ის ძალიან ემსგავსება დასავლეთის ბაზარს, - ამის შესახებ კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა, იაგო ბიტარიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე ჩინეთში ტკბილ ღვინოებს მშრალი ღვინოები ჩაანაცვლებს, ამიტომ თუ საქართველოში ღვინის ბიზნესს მიზნად ჩინეთის ბაზარზე გასვლა აქვს, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება მოუწევს.

"ყველა ბაზარს თავისი სპეციფიკა ახასიათებს, მაგალითად ჩინეთის და რუსეთის შემთხვევაში საუბარია ნახევრად ტკბილ ღვინოებზე, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოებად არ ითვლება და მაგიტომაც არის, რომ თუ ღვინის გაყიდვა რუსეთში გაჭირდა ღვინოს სხვაგან ვერ გავყიდით - ეს ღვინო სხვას არ სჭირდება. ამიტომ დასავლეთის ბაზრებზე ღვინის გაყიდვა ნიშნავს ქართული ღვინის ხარისხის გაზრდას, რადგან ის ბაზარი მაგას გვკარნახობს, რომ ხარისხიანი ბაზარი სჭირდებათ. ეს ფაქტორიც დამატებითი ფაქტორია თუ რატომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ალტერნატიულ ბაზრებზე.

ძალიან მალე ჩინეთში ტკბილ ღვინოებს მშრალი ღვინოები ჩაანაცვლებს, რადგან მაღალი ეკონომიკაა და დასავლური კულტურა აქტიურად და სწრაფად შედის. ბევრი დასავლეთის ღვინის მწერალი თუ ჟურნალისტი საუბრობს იმაზე, რომ რამდენიმე წელიწადში ჩინეთის ბაზარი აღარ იქნება ისეთი როგორიც რამდენიმე წლის წინა იყო, რადგან ის ძალიან ემსგავსება დასავლეთის ბაზარს. ამიტომ იქაც ხარისხი პრიორიტეტი იქნება. ასევე შეიძლება ითქვას რუსეთზეც - ეს ტკბილი ღვინოები იქ ჯერ კიდევ პოპულარულია, მაგრამ ახალი თაობისთვის ვისაც მიმბაძველობა აქვთ დასავლურ კულტურასთან იქ ხარისხიანი ღვინო ჩანაცვლდება", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები