მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF 2023 წელს იტალიასა და გერმანიაში რეცესიას პროგნოზირებს

63457e68ce747
მარიამ ვარადაშვილი
11.10.22 19:00
617
საერთაშორისო სავალუტო ფონდი [IMF] 2023 წელს გერმანიასა და იტალიაში რეცესიას პროგნოზირებს. IMF-მა დღეს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზიც 0.2 პროცენტული პუნქტით, 2.7%-მდე შეამცირა.

IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება, მიმდინარე წელს კი 1.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

გერმანია რუსულ გაზზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, თუმცა ამ დროისთვის ქვეყანას რუსული გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. რაც შეეხება იტალიას, რომელიც ასევე დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე, მისი ეკონომიკა 0.2%-ით შემცირება, მაშინ როცა ივლისის პროგნოზით, 2023 წელს ეკონომიკის 0.8%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი.

ამის მიუხედავად, IMF ევროზონაში 2023 წელს რეცესიას არ ელის და 19 ქვეყანაში, რომელიც ერთ ვალუტას იყენებს, ზრდის პროგნოზი 0.5%-ს შეადგენს. 2023 წელს ევროპაში ეკონომიკური ზრდის შესუსტებას ორგანიზაცია უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტას და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის ზრდას უკავშირებს. ცნობისთვის, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ივლისში რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, ხოლო სექტემბერში 75 პუნქტით გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები