მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკ.ზრდის პროგნოზი - 3.9%;

სავალუტო ფონდმა პროგნოზები განაახლა. IMF წელს გლობალური ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას ელის. განახლებულ ანგარიშში მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.1%-ული პუნქტითაა გაზრდილი. როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღნიშნავს, გლობალური ეკონომიკა მიმდინარე წელს შედარებით ნელა, თუმცა სტაბილურად გაიზრდება. საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განახლებული მონაცემებით, რომელშიც მარტში ვიზიტისას გაკეთებული პროგნოზიც ასახულია და წერია, რომ საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება. როგორია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები როგორც გლობალური ეკონომიკისთვის, ასევე რეგიონისთვის.