მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის მოსაზრებას, სებ-ის მიერ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებაზე, ნაწილობრივ არ ვიზიარებ - ეკონომისტი

64c035707d083
BM.GE
26.07.23 01:00
700
IMF-ის მისიის მოსაზრებას, სებ-ის მიერ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებაზე ნაწილობრივ არ ვიზიარებ - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, Galt&Taggart-ის შეფასებაა, რომ ეროვნულ ბანკს მიმდინარე წელს უფრო მეტის შემცირების შესაძლებლობა აქვს.

„IMF ყურადღებას ამახვილებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ფრთხილი უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მკაცრი გარემო გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა დარჩეს - ამას ნაწილობრივ არ ვიზიარებ, რადგან ჩვენთან მონეტარული პოლიტიკის გარემო უფრო მკაცრია, ვიდრე შარშან იყო. ეს სიმკაცრე გარედან შემოვიდა - როდესაც FED-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა, ის გარკვეულწილად უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე აისახა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მკაცრი გვაქვს და ეროვნულმა ბანკმა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით შეამცირა, მათი პროგნოზით, კიდევ ერთი პროცენტული პუნქტით არის მოსალოდნელი წლის ბოლომდე შემცირება, ანუ 1,5 პროცენტული პუნქტით შემცირება თითქმის ორჯერ იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩვენ მივიღეთ გარედან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გადმოსვლით, უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე ქვეყნის შიგნით, რაც იმას ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკა უფრო მკაცრია.

ჩვენი შეფასებაა, რომ ეროვნულ ბანკს მიმდინარე წელს უფრო მეტის შემცირების შესაძლებლობა აქვს. გვესმის, რომ საშინაო ინფლაცია მაღალია, რაც იმით არის განპირობებული, რომ პოტენციური მშპ ბევრად ნაკლებია, ვიდრე ფაქტობრივი დონე, რაც ახლა გვაქვს და აქედან არის ზეწოლა ფასების დონეზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ გარემოზე, რაც არის საერთაშორისო ბაზრებზე, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა იმოქმედებს და ფასები ქვემოთ წამოვა. ერთჯერადი არ არის, რომ იმპორტირებული ინფლაცია უარყოფითი გვაქვს, ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდება.

ვფიქრობთ,მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე შემცირების რესურსი არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ეროვნული ბანკის სიფრთხილეს, რაც აქვს პროგნოზირებული, რომ 9,5-მდე შემცირდება, ეს დიდი ალბათობით მოსალოდნელია“, -თქვა მან.


IMF-ის მისიის განცხადება სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები