საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამა წელს არ განახლდება - ის რაც მოსალოდნელი იყო და ლოგიკურადაც ასე ჩანდა ფინანსთა მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა. გიორგი კაკაურიძემ დღეს თქვა, თუ როგორი იქნება საქართველოსა და IMFის ურთიერთობა მომავალში და მომავალ წელს ოქტომბერში გამოჩნდება. შემოდგომის შუაში არჩევნებთან ერთად საქართველოსა და საერთაშორისო ურთიერთობებში ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობის ბევრი დეტალი უნდა გამოიკვეთოს თუმცა ფაქტია სავალუტო ფონდის ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან ერთად 2025 -ის გეგმებზე საუბარი მისი თბილისში ბოლო ვიზიტისას დაიწყო.