მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-მა უკრაინას $400 მლნ გადასცა

IMF / უკრაინა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის ხელისუფლებას 400 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების ტრანში გადასცა.

აღნიშნული ტრანზაქცია $15.6-მილიარდიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც 4-წლიან პერიოდზეა გათვლილი და უკრაინის სამთავრობო ბიუჯეტის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ბოლო ტრანზაქციის ჩათვლით, IMF-ის მიერ უკრაინისათვის გადაცემული თანხის მოცულობა $10 მილიარდს აღწევს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდს უკრაინის ერთ-ერთ მთავარ მხარდაჭერად აქცევს.

როგორც ცნობილია, თანხა უკრაინის ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას და ჰუმანიტარულ პროექტებს მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები