საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, მიმდინარე წელს უკრაინის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 88,1%-მდე გაიზრდება, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალი მშპ-ს 100%-ს გადააჭარბებს. შესაბამისი მოლოდინი ასახულია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ გლობალურ ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელიც მარაკეშში სსფ-ის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა ვიქტორ გასპარმა წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთლიანი სახელმწიფო ვალი 2021 წელს - რუსეთის ფედერაციაში შეჭრამდე - მშპ-ს 48,9%-ს შეადგენდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 78,5%-მდე გაიზარდა, ამ წლის ბოლოს კი ზრდა 88,1%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, IMF-ის პროგნოზით, უკრაინის მთლიანი სახელმწიფო ვალი მომავალ წელს 98,6%-მდე გაიზრდება და 2025 წელს პიკს - 100,7%-ს მიაღწევს, რის შემდეგაც მისი ეტაპობრივი შემცირებაა მოსალოდნელი.
ცნობისთვის: უკრაინამ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციების რესტრუქტურიზაციის შესახებ უცხოურ კრედიტორებთან დისკუსია დაიწყო, რაც ახალი დაფინანსების მოსაზიდად არის აუცილებელი. ობლიგაციების მფლობელებთან მოლაპარაკებები მომავალი წლის დასაწყისში უნდა დაიწყოს, თუმცა უკრაინა ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად შეთანხმდეს ამ ვალის რესტრუქტურიზაციაზე.
უკრაინის სახელმწიფო ვალი 2023 წლის აგვისტოში 1,01 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 31 სექტემბრის მდგომარეობით 133,93 მილიარდი დოლარი შეადგინა.