მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ურჩევს IMF უკრაინას დღგ-ს გაზრდას?

უკრაინა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისგან ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად საკმაოდ რთული და პოლიტიკურად არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს.

IMF-ის დაფინანსების მორიგი ტრანშის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი პირობა დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გაზრდა და საგადასახადო ბაზის გაფართოებაა. ფონდის ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია შიდა რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია, რაც პირდაპირ გულისხმობს საგადასახადო ტვირთის ზრდას როგორც ბიზნესისთვის, ისე რიგითი მოქალაქეებისთვის.

უკრაინის მთავრობისთვის აღნიშნული მოთხოვნები სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ომის პირობებში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ისედაც მკვეთრად არის შემცირებული. დღგ-ს შესაძლო ზრდა გარდაუვლად გამოიწვევს ფასების მატებას პირველადი მოხმარების პროდუქციასა და სერვისებზე, რაც სოციალურ ფონს კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ საგარეო დახმარებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად სხვა ალტერნატივა პრაქტიკულად არ რჩება.

ამავდროულად, მოლაპარაკებების პროცესში განიხილება სხვა ფისკალური ზომებიც, მათ შორის აქციზების ზრდა და საგადასახადო შეღავათების გაუქმება გარკვეული სექტორებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები