ორგანიზაცია 2020-ში მსოფიოში 3.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც აქამდე (2019 წლის ოქტომბერში) გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2021 წელს კი 3.4%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი, რაც აქამდე გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
"ზრდის დაღმავალი შეფასება გამოწვეულია განვითარებად ეკონომიკებში, განსაკუთრებით კი ინდოეთში ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შემცირებით.
დადებით ფაქტორად კი განიხილება აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება, ბრექსითის შედეგების მიმართ შიშების შემცირება,"- ნათქვამია მიმოხილვაში.
ამასთანავე, გლობალური ეკონომიკური ზრდის რისკ-ფაქტორად განიხილება გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რაც პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მზარდ დაძაბულობას უკავშირდება.
გლობალურ მიმოხილვაში საქართველოს შესახებ ჩანაწერი არაა. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ზრდის შესახებ დეტალურ ანგარიშს IMF-ი უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
გლობალურ მიმოხილვაში საქართველოს შესახებ ჩანაწერი არაა. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ზრდის შესახებ დეტალურ ანგარიშს IMF-ი უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.