მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: მსოფლიოს ნახევარი ფინანსურ დახმარებას ითხოვს

5e981988aae28
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.20 21:20
1095
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა აცხადებს, რომ IMF-ს დახმარებისთვის 100–ზე მეტმა ქვეყნამ მიმართა, რაც კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული.

კრისტალინა გეორგიევამ IMF-ის საგაზაფხულო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ფონდი მზად არის ქვეყნების დასახმარებლად გამოიყნოს 1 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი და იქვე დაამატა, რომ 10–მა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაუდებელი დახმარება, დარჩენილი ქვეყნების ნაწილი კი დახმარებას აპრილის ბოლომდე მიიღებენ.

„ჩვენ ყველას დავეხმარებით იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც გაგვაჩნია და მოვუწოდებთ ცენტრალურ ბანკებს „დახარჯონ იმდენი რამდენიც საჭიროა“, მაგრამ შეინახონ ქვითრები, რათა თავიდან ავიცილოთ გაუმჭვირვალობა. ერთ რამეს გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ ჯანდაცვის სიტემას და დაუცველ ადამიანებს. დარწმუნდით, რომ ექიმები და ექთნები კუთვნილ ანაზღაურებას დროულად იღებენ“, – განაცხადა გიორგიევამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები