მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ს საქართველოში ახალი ხელმძღვანელი ყავს

IMF Jewell

საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) საქართველოში ახალი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი ჰყავს. მასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, გუშინ გამართა.

ენდრიუ ჯუველი ბოსნიაში IMF-ის წარმომადგენელი 2019 წლის აგვისტოდან იყო, 2023 წლის აგვისტოდან კი იგი ამ პოზიციას საქართველოში დაიკავებს. 

ჯუველი სსფ-ის ევროპული დეპარტამენტის უმცროსი ეკონომისტი იყო, რის ფარგლებშიც ბელგიაში, საფრანგეთში, ლატვიასა და ირლანდიაში მუშაობის გამოცდილებაც შეიძინა. 

2010 წელს ფონდში გაწევრიანების შემდეგ, იგი ალჟირში უფროსი ეკონომისტის პოზიციასაც იკავებდა და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სესხების მდგრადობის პრობლემაზე მუშაობდა. 

სსფ-ში დასაქმებამდე, ენდრიუ ჯუველი 10 წლის მანძილზე აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის ეკონომისტიც იყო, მათ შორის სამი წელი ნიუ-იორკის ფედერალური რეზერვის ბანკში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები