მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-თან პროგრამა სურთ, თუმცა მხოლოდ პოლიტიკური ლეგიტიმაციის თვალსაზრისით - რევიშვილი

ვასილ რევიშვილი

ფინანსისტი ვასილ რევიშვილი "ანალიტიკასთან" საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან [IMF] პროგრამის აღდგენა მხოლოდ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მიზნით უნდა და რეფორმების გატარება არ სურს.

[IMF]-თან პროგრამა სურთ თუმცა მხოლოდ პოლიტიკური ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. თავად პროგრამის შინაარსი არ აწყობთ და ალბათ შიგნით არის მცდელობა რომ არანაირი რეფორმა არ გატარდეს. [პროგრამის] მონეტარული ნაწილი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ფონდი ნეიტრალური არბიტრია, რომელიც სწორად აფასებს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. მეორეა რეფორმები მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარების იძულება. ნებისმიერ მთავრობას ჰქონდა სავალუტო ფონდთან კინკლაობა რეფორმების გატარებაზე", - ამბობს რევიშვილი.

2023 წელს IMF-მა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანში დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და დამტკიცება „გადადო“. მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი უკვე ათვისებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები